ალექსანდრე გოგინავა: დარჩით სახლში, რათა არ მოხდეს მოვლენათა იგივე სცენარით განვითარება, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება

მინდა მოსახლეობას მივმართო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ დარჩნენ სახლში, რადგან ამ პანდემიასთან მთავარი ბრძოლის იარაღი, სოციალური დისტანცირებაა, რადგან არ არსებობს ამოუწურავი სამედიცინო რესურსი და არის ზღვარი, რის იქითაც სამედიცინო სისტემა გამართულად ვერ იმუშავებს, -___ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში ლეტალობა 7-დან 10%-მდეა.

„იმედია, არავის აქვს იმის განცდა, რომ ამ ქვეყნებში არ იციან პაციენტის მოვლა, მაგრამ, როდესაც პაციენტების რაოდენობა ძალიან იზრდება, სრულყოფილი სერვისების მიწოდება წარმოუდგენელია. ჯერჯერობით ჩვენთან ყველა პაციენტისთვის სრული სერვისის მიწოდება შესაძლებელია და იმიტომ გვაქვს ასეთი კარგი შედეგი და მოგვცეს საზოგადოებამ შესაძლებლობა, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ. დარჩით სახლში, რათა არ მოხდეს მოვლენათა იგივე სცენარით განვითარება, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება“ ____ განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button