ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საზოგადოებას მიმართა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა , რომ თუ ადამიანი საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან, შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა არსებული რესურსით მედიკოსებს დაავადებასთან გამკლავება გაუჭირდებათ.

“დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ, რომ აუცილებლად გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ – დარჩით სახლში. კიდევ შემოვიდა დამატებით ის საჭირო ღონისძიებები აპარატურის, რომელიც ჭირდება ამ ეტაპზე ქვეყანას, მაგრამ დადგება მომენტი, თუ არ დავიცავით ერთმანეთი, ჩვენც ვერ აუვალთ ამ ყველაფერს,“ – განაცხადა რატიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button