ქვეყანა ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ემზადება – ვის არ შეეხება შეზღუდვები, რომელიც დღეს 21 საათიდან ამოქმედდება

დღეს 21:00 საათიდან 4 ქალაქი- თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ჩაიკეტება, აიკრძალება აღნიშნულ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისები.

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა , თუ ვის არ შეეხება აღნიშნული შეზღუდვები.

ქალაქებში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტში.

“„შეზღუდვები არ შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს – სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე; ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და ასევე სხვა ფასეულობების ინკასაციას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოწოდების მიზნით აუცილებელ გადაადგილებას; ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურეობის მოწოდების მიზნით გადაადგილებას; სარკინიგზო მოწოდების მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან; ასევე ჟურნალისტების საქმიანობას და მათი განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების მიზნით მომსახურებას და აქ იგულისხმება მიცვალებულთა გადასვენება ან დაკრძალვა; ასევე ჰუმანიტარული მიზნებისათვის საერთაშორისო მისიების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს; ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებისმიერი გადაადგილებისას, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button