უკრაინაში კორონავირუსით მესამე სასულიერო პირი გარდაიცვალა

უკრაინაში კორონავირუსით მესამე სასულიერო პირი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის პოჩაევის ლავრის ბერი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერი 40 წლის იყო და მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. სასულიერო პირს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

მანამდე კარანტინი კიევ-პეჩორის ლავრაში გამოცხადდა, სადაც კორონავირუსით 90-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ლავრის სასულიერო პირები, მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, რეკომენდაციებს არ ასრულებდნენ. ისინი მრევლს სალოცავად მისვლისა და ერთმანეთთან ჩახუტებისკენ მოუწოდებდნენ. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამოქალაქეებს, კარანტინის რეჟიმი დაიცვან და ეკლესიებში მისვლისგან თავი აღდგომის დღესასწაულზეც შეიკავონ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button