სენაკში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქუჩები მოირეცხა (ფოტო)

სენაკში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩები სპეციალური ხსნარით მოირეცხა.

️სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მის მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განახორციელა.

️ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გაგრძელდება და ის მთელ ქალაქს მოიცავს.

ავტორი: ვალერი მურღულია

Newsplus.ge ჟურნალისტი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button