საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

https://stopcov.ge/-ს ბოლო მონაცემებით 296 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 30 გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა.

დაავადებულ პაციენტებს შორის საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელიც არის, საუბარია კასპის რაიონ სოფელ ხოვლეში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც საეჭვო სიმპტომებით სტაციონარში 12 აპრილს მოათავსეს.

საქართველოში კორონავირუსისგან  69 პაციენტია განკურნებული. გარდაცვალების შემთხვევა 3-ია.

სხვადასხვა საკარინტინე ზონებში საქართველოს 4856 მოქალაქე იმყოფება , ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 458.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button