საპატრიარქო ადასტურებს, რომ ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურებაში მონაწილეობდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ადასტურებს, რომ ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კითხვაზე, აღნიშნული სასულიერო პირი მონაწილეობდა თუ არა კვირას, ბზობის წირვაშიც, ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

“რამდენიმე დღის წინ მონაწილეობდა მსახურებაში”.

ბოჭორიშვილის კლინიკამ დღეს, 14 აპრილს დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ 21 პაციენტს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. ისინი საავადმყოფოში 13 აპრილს შეიყვანეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button