კორონავირუსი ჭიათურაშიც დადასტურდა – ინფიცირებული მამაკაცი ერთ-ერთ სოფელში სამძიმარზე იმყოფებოდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ითხვისში ახალგაზრდა მამაკაცი თბილისიდან ჩავიდა და 6 აპრილს მეზობლის სამძიმარზე იმყოფებოდა.

მამაკაცს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ის თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი თქმით, დაინფიცირების წყარო უცნობია. პაციენტის განცხადებით, სწრაფი ტესტით შეამოწმეს მისი ოჯახის წევრიც და რომელსაც ვირუსი არ დაუდასტურდა.

სოფელში ეპიდემიოლოგებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. გამოვლენილია კონტაქტები.  რამდენიმე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button