იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარს დეზინფექცია ჩაუტარდა , ინფიცირებული სასულიერო პირი ბზობის დღესასწაულზე წირვაზე იმყოფებოდა

იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარს, სადაც სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ცოტა ხნის წინ დეზინფექცია ჩაუტარდა. ტაძარი უკვე დაკეტილია.

ეს  კორონავირუსის პირველი შემთხვევა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სასულიერო პირის ინფიცირების გამო, ათობით ადამიანი კარანტინში გადადის. როგორც ცნობილია სასულიერო პირი ტაძარში ბზობის დღესასწაულზე იმყოფებოდა.

სწორედ სასულიერო პირს უკავშირდება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელთა ინფიცირებაც, ის ერთ-ერთი ექთნის ოჯახის წევრია.

დეკანოზი  გიორგი სხირტლაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულ მღვდელს მრევლის დიდ ნაწილთან შეხება არ ჰქონია.

ქვეყანა კორონა ვირუსის პიკს უახლოვდება, დღეს პირველად ინფიცირებულების უპრეცედენტო ზრდაა. ბოლო 24 საათში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად ეპიდემიოლოგებს უკვე  უჭირთ ინფექციის პირველ წყაროს დადგენა.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 296 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი , საიდანაც 69 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button