დიდ ქალაქებში შესაძლოა სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – პრემიერი

შესაძლოა გარკვეული დროით, სახელმწიფომ სასაფლაოები დახუროს. ეს განსაკუთრებით დიდ ქალაქებშია მოსალოდნელი. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

„ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს, ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებსა და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი – ორი დღის განმავლობაში და წინასწარ, რა თქმა უნდა, ადამიანებს გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა.

არსებული ინფორმაციით, საკითხზე გადაწყვეტილებას მთავრობა უახლოეს 2 დღეში მიიღებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button