„ტელესკოლის“ პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის სხვადასხვა საგანი დაემატა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტს დაიწყო და წარმატებით გრძელდება.

„როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხელ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ დაანონსებისთანავე აღნიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის ტელეგაკვეთილები ჩატარდებოდა, ეტაპობრივად კი, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატებოდა.

დაპირების შესაბამისად, 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაიწყება. სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილი იქნება ყველა კლასის მოსწავლისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილები ჩატარდება“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა.

პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button