უბედური შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში- მამაკაცი, სავარაუდოდ, ფრინველების დახოცვას ცდილობდა, თუმცა გასროლის შედეგად თავად გარდაიცვალა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველისთვის სროლას აპირებდა, თუმცა ტყვია თავად მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, სანადირო თოფი მწყობრიდან იყო გამოსული.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button