ოზურგეთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.
ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button