თურქეთში „კოვიდ-19“-ით სამი პატიმარი დაიღუპა

თურქეთში „კოვიდ-19“-ით სამი პატიმარი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 14 პატიმარია დაინფიცირებული. მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კი შედარებით მძიმე პაციენტია. იუსტიციის მინისტრის თქმით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თურქეთში „კოვიდ-19“-ით 57 000 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 1200.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button