ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში დღეს დადასტურდა. პაციენტი ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი.

დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც არსებული ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში მუშაობს.

ამ დროისთვის უკვე აქტიურად მიმდინარეობს მასთან შემხებლობაში მყოფი პირების დადგენა.

პაციენტი საკუთარ სახლში, სოფელ გომში მეუღლესთან, ორ შვილთან და მამასთან ერთად რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. თავი შეუძლოდ დაახლოებით ხუთი დღის წინ იგრძნო, დღეს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული თბილისშია გადაყვანილი, ხოლო ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი ექვსი პირი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ხუთი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრია, მათ შორის ორი ბავშვი, ერთი კი მეზობელი. ექვსივე პირს უკვე აუღეს ანალიზი და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

არსებული ინფორმაციით, მათი ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button