კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, 30-მდე ექიმი კარანტინშია, კლინიკა კი 2 კვირით დაიხურა

ქვეყანაში ექიმის დაინფიცირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა. კლინიკა „თიმის“ ექიმს საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა, მოგვიანებით კი “კოვიდ-19” დაუდგინდა.

მედპერსონალიდან ყველა, ვისაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება  ამავე კლინიკის დირექტორი, გიორგი კაჭახიძეც.

„ერთი ექიმია დაინფიცირებული. მისი ტესტირება ჩატარდა გუშინ და გუშინ საღამოს მივიღეთ პასუხი. ექიმს სიმპტომები აღენიშნა. პარასკევს ჰქონდა ყელის ტკივილი და სამსახურში არ მოვიდა, დღის განმავლობაში აღენიშნა ცხელება, რის გამოც დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ეს ექიმი არის სტაციონარის ექიმი. პაციენტებთან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჰქონდა კონტაქტი, კონტაქტი ჰქონდა ასევე თანამშრომლებთან და ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. დაახლოებით 30-მდე მედპერსონალია კარანტინში. რამდენიმე ადამიანია ასევე, ვისაც აქვს სიმპტომი და მიმდინარეობს მათი ტესტირება, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ ანალიზებს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი პაციენტების ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button