მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 400 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა

https://www.worldometers.info/ – ს მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ 700 ათასს გადააჭარბა. 400 ათასამდე ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 105 ათასზე მეტია.

ინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით იმატა რამდენიმე ქვეყანაში.

ამჟამად თურქეთში კორონავირუსის 47,000 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 1000-ს აჭარბებს.

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 24 ადამიანი და გარდაიცვალა ორი პაციენტი.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 13 პაციენტი.

დაავადება სწრაფად ვრცელდება რუსეთსა და უკრაინაშიც.

რაც შეეხება საქართველოს ქვეყანაში, https://stopcov.ge/– ის  მონაცემებით, 242 ინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 57 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტის სიცოცხლე კი ვირუსს ემსხვერპლა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button