ლენტეხის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

დღეს დილიდან  სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სოფელ მელეში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 50 ოჯახში სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე პერიმეტრი.

სადეზინფექციო სამუშაოების პარალელურად, უკვე დასრულდა სოფლის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. როგორც საქართველოს პირველი არხს ჟურნალისტი ადგილიდან იწყება, თერმოსკრინინგის შედეგად გამოვლინდა ორი საეჭვო შეთხვევა. კერძოდ, ორ ადგილობრივ მკვიდრს შედარებით მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც, იზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ და მათ მდგომარეობას მედიკოსები დააკვირდებიან.

ამასთან, მუნიციპალიტეტში დილიდან შეუფერხებლად მუშაობს სასურსათო მაღაზიები. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დისტრიბუციის პრობლემა მუნიციპალიტეტში არ იქნება და პროდუქტების შეტანა უსაფრთხოების ზომებისა და რეკომენდაციების შესაბამისად მოხდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button