ჩინეთში ძაღლების საკვებად გამოყენება ოფიციალურად აიკრძალა

ჩინეთში ძაღლების საკვებად გამოყენება ოფიციალურად აიკრძალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, საკვებად კლასიფიცირებული ცხოველების სიიდან ძაღლები მსოფლიოს მეურნეობის სამინისტრომ ამოიღო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში ძაღლი ადამიანის მეგობრად ითვლება და მისი საკვებ პროდუქტად მიჩნევა მიზანშეუწონავია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button