ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ტყის ხანძრების ქრობა უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ტყის ხანძრების ქრობა უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროცესში 213 მეხანძრე, ტექნიკის 83 ერთეული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენია ჩართული.

ღია ცეცხლი არსად ჩანს, თუმცა ბალახის ფუჟვის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის ზონაში რადიაციული ფონი სტაბილურია, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება.

ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა. 9 აპრილს პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button