ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი

სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ჯარის 1/3 მუშაობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. „შემდეგ მათ ჩაენაცვლებიან. ასევე ჯარის ნაწილი გვყავს გაშვებული დისტანციურზე. ყველა რეზერვი გვაქვს გათვლილი,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button