საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 987 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში ახალი კორონავირუსით 987 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას ქვეყანაში სულ 13 197 ადამიანი ემსხვერპლა. „ფრანს 24“-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა.

ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილებს შორის 554 დაიღუპა საავადმყოფოებში, 443 კი მოხუცებულთა თავშესაფრებში.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში გარდაცვლილებს შორის 10 წლამდე ასაკის ბავშვიც არის. ჟერომ ​სალომონის თქმით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ამავე დროს, უკვე ზედიზედ მეორე დღეა, საფრანგეთში იკლებს ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button