კორონავირუსის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

მთავრობამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება ცოტა ხნის , მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსი გახდა. როგორც ცნობილია ლენტეხში ვირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.

„მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებისათვის, როგორიცაა საკვებისა და წამლების შეძენა, ან კიდევ სამედიცინო მომსახურეობების მიღება.

ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რეგიონები, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით,

ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება აწარმოონ საგაზაფხულო საშუალებები.

ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედიასაშუალებები.

ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, ისევე როგორც ბოლნისსა და მარნეულის რეგიონებში, საშუალება ექნება გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.

ლენტეხის რაიონის შესასვლელ-გამოსასვლელი პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები, უკვე დაწყებულია  თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მოხდება თითოეული ადამიანის შემოწმება.

ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისსა და მარნეულში. უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს საკვების თვალსაზრისით, არ შეფერხდება საკვების მიწოდება და ამას კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო შტაბი და პრემიერ მრჩეველი სოზარ სუბარი.

ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება. ღონისძიებები, რომელსაც ვატარებთ ცალკეულ მუნიციპალიტეტში არ არის საკმარისი, ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ის რეკომენდაციები, რომელიც არის გაცემული, დაიცვან საკუთარი თავი ახლობლები და ყველა თანამოქალაქე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button