პაციენტი, რომლის მდგომარეობა იყო უიმედო, რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას – ლევან რატიანი

კორონავირუსისგან უკვე 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორისაა მარნეულელი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას უმძიმესი იყო.

განცხადება კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული პირი,   გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

„მინდა, სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო, იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომაროება ამ ეტაპისთვის არის დადებითი, მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არა თუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“ , – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 55 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 33-ს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

რატიანის განმარტებით, რეანიამციაში რჩება შვიდი პაციენტი, ხოლო სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ორსული მკურნალობს.

არაც შეეხება ორსულებს, 24 კვირის ორსულის, როგორც ნაყოფის ისე ქალის მდგომაროება სტაბილურია და შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტებს. უკვე 9 კვირის ორსულის და ნაყოფის მდგომარეობაც ამ ეტაპამდე ფიზიოლოგიურ პირობებშია“ , – განაცხადა რატიანმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button