კორონავირუსი მარნეულში 49 წლის ქალს დაუდასტურდა – სოფელ მარადისში ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება მომდინარეობს

კორონავირუსის ბოლო შემთხვევებიდან ერთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში დადასტურდა. დაინფიცირებული შუახნის ქალბატონია.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო და კონტაქტების მოძიების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდარეობს.

„დღეს, სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის მცხოვრებთან დადასტურდა ერთი ფაქტი. ახლა ყველა სამსახური ჩართულია და მიდის კონტაქტების დადგენა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. სოფელი არ არის მრავალრიცხოვანი, დაახლოებით, 40 ოჯახი ცხოვრობს და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა დროულად იქნეს შეზღუდვები დაგეგმილი. ინფიცირების წყაროს ვადგენთ“ , – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button