მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მილიონ ხუთასი ათასს გადააჭარბა

მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით უკვე მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი  90 ათასს უახლოვდება. 330 ათასზე მეტი ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკაშია (435,160), სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 922 პაციენტი დაიღუპა. ეს ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აქედან 779 შემთხვევა მხოლოდ ნიუ იორკში იყო.

კორონავირუსმა ამერიკის გარდა ყველაზე მეტი ადამიანი  იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში შეიწირა, ამ ქვეყნებმა ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ჩინეთს გაასწრეს, სადაც ინფექციამ დეკემბრის ბოლოს იფეთქა და 81 000 ინფიცირებულიდან, კორონავირუსს  3 000 ადამიანი ემსხვერპლა.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა, თითქმის 90 ათასია.

საქართველოში ინფიცირების 214 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 პაციენტი, ხოლო 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button