“მე ვერ წავალ აღდგომას წირვაზე…პრეზიდენტი ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის მოქმედების პერიოდში პრეზიდენტი ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რაიმე მაგალითს, ამიტომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას არ აპირებს:

“ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი, პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი და ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button