ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნული ვებგვერდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

კორონავირუსთან ბრძოლისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button