40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაეწია შესაბამისი დახმარება – დავით ზალკალიანი

საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, საზოგადოებას მოვახსენო იმ სიტუაციის შესახებ, რომელზეც დღეს ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოზე საუბარი. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა საზღვარგარეთის ქვეყნებში. დღეის მდგომარეობით, როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მოვახსენე, 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა. დახმარება მოიცავს, როგორც საცხოვრებლით, საკვებით ისე ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. მე მინდა საზოგადოება იცოდეს ზუსტად ის რაოდენობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი მისიები ახორციელებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button