ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 3 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2099 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ 24 საათში 2099 გამოჯანმრთელებული ადამიანი რეკორდული მაჩვენებელია იტალიაში პანდემიის არსებობის განმავლობაში.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში სულ 17 669 ადამიანი გარდაიცვალა, 95 262 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 26 491 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button