კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ – ლევან რატიანი

კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ საქართველო ამ პანდემიას გაუმკლავდება.

“ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი.

მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა კლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, “ბეცეჟე” ვაქცინაციის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული.

ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია “ბეცეჟე” ვაქცინაცია, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button