დღეს ბათუმის საკარანტინე ზონა 180-მდე მოქალაქემ დატოვა

ბათუმში, სასტუმრო “welmond” _ში არსებული საკარანტინე ზონა 180-მდე ადამიანმა დღეს დილით დატოვა, რომლებიც  ბერლინიდან ორი კვირის წინ, სპეც-რეისით დაბრუნდნენ საქართველოში.

newsplus.ge-ს  ინფორმაცია, ჟურნალისტმა გიორგი საკარულმა მიაწოდა. ის ერთ – ერთია მათ შორის, ვინც სავალდებულო კარანტინის ვადა დღეს ამოწურა.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი წერს, რომ “ერთ ოთახში ყოფნა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი”.

” მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის, ასევე, სასტუმრო “welmond”-ის ყველა მომსახურე პერსონალის მიმართ.

განსაკუთრებული მადლობა ქართველ ექიმებს, მათი შრომა ხომ ფასდაუდებელია. მადლობა საპატრულო და სასაზღვრო პოლიციას ასეთი მობილიზებისა და გაწეული სამუშაოსთვის,”- წერს გიორგი საკარული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button