მთავარიეკონომიკადღეიდან შემოწმებას ვიწყებთ იმ საწარმოებიდან, რომლებიც ფუნქციონირებენ რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული...

დღეიდან შემოწმებას ვიწყებთ იმ საწარმოებიდან, რომლებიც ფუნქციონირებენ რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში დღეიდან იწყება ბიზნესსუბიექტების შემოწმება, თუ როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს.

„ახლა საქართველოსი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ნებადართული საქმიანობები გვაქვს ჩვენ აქტიური. სხვა ბიზნესები დროებით შეჩერებულია, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს და ჯანდაცვის გაიდლაინებს. ძალიან ოპერატიულად, პარასკევს ჩვენ მოვახერხეთ და განვათავსეთ სპეციალური, სხვადასხვა ბიზნესსექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, ასევე ჩვენი კოლეგებიც ჩართულები არიან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა, ბიზნესი, რადგან დროულად უნდათ დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს. მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ძალიან ბევრი, უკვე ასობით აპლიკაციაა შემოსული და მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებიდან, ვისაც დღეისათვის მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს, რა თქმა უნდა, აკისრებს მათ დამატებით პასუხისმგებლობას და დავიწყებთ სწორედ ამ მსხვილი სისტემური საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შემოწმების პროცესი ინტენსიურად წარიმართება.

“შევეგუოთ, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდებათ თვითონ კომპანიებს და ბიზნესებს იმისთვის, რომ ნამდვილად სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო, რადგან სამომავლოდ, ეს იქცევა ცხოვრების წესად. ამიტომ კარგად მოემზადეთ. ეს რამდენიმე დღე თუ კვირა გამოიყენეთ იმისთვის, რომ მართლაც წარმატებით გაიაროთ ჩვენი შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ თავისუფლად, მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა.

პოპულარული სიახლეები