იმ პაციენტებს, რომლებსაც “კოვიდ-19” მსუბუქი ფორმით ექნებათ – შესაძლოა სახლის პირობებში უმკურნალონ

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დრამატულად მატების შემთხვევაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები სახლში იმკურნალებენ.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პაციენტი კლინიკაში იყოს გადაყვანილი, თუმცა თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში დრამატულად იმატა და დღეში ათობით დადასტურებული პაციენტი იქნება, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები სახლში იმკურნალებენ.

“პაციენტების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის, ეს უდიდესი ნაწილი არის თითქმის 80-82%. შესაბამისად, ამ პაციენტებს მსოფლიოში ძირითადად მართავენ სახლის პირობებში.

აქ ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი – აუცილებლად პაციენტს უნდა ჰქონდეს იდეალური შესაძლებლობა თვითიზოლაციის და ოჯახის სხვა წევრებისთვის არ გახდეს ის დაავადების წყარო, და მეორე – ის უნდა იყოს მჭიდრო კავშირში თავის ექიმთან, სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში, მოხვდეს დროულად სტაციონარში,” – განმარტავს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

არნიშნულ თემაზე განცხადება ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმაც გააკეთა. ის ამბობს, რომ თუ სცენარი დრამატულად განვითარდა და მსუბუქი პაციენტების მიღებას სამედიცინო დაწესებულებები ვერ შეძლებენ, ამ შემთხვევაში პაციენტები მოთავსდებიან ბინაზე.

” სავარაუდოდ, ბინაზე დარჩებიან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. რა თქმა უნდა, ამაში ჩაერთვება პირველადი ჯანდაცვა, იმუშავებს ჯახის ექიმების რგოლი, რომელთაც როგორც ვიცი, ამჟამად უტარდებათ ტრენინგი და მომზადებულები იქნებიან,” – განაცხადა ინფექციონისტმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button