თურქეთი კორონავირუსის გავრეცელების თვალსაზრისით მსოფლიო ათეულშია – ქვეყანაში 27 ათასზე მეტი ინფიცირებულია

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები სწრაფად იზრდება. დღეის მდგომარეობით ქვეყანას 27 000-ზე მეტი ინფიცირებული და 574 გარდაცვლილი ჰყავს.

ვირუსის შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიო ათეულში მეცხრე ადგილს იკავებს.

მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. ქვეყნის მასშტაბით დაკეტილია 31 დიდი ქალაქი. დამცავი ნიღბების ტარება კი სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბაზრებსა  და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვას სთხოვს და მოუწოდებს ერთმანეთისგან “3 ნაბიჯით შორს დადგნენ”.

ქვეყანაში დახურულია სკოლები, შეჩერებულია  ავიამიმოსვლა, აკრძალულია მასობრივი ლოცვები და საზოგადოების თავშეყრა.

კორონავირუსისგან  სრულიად განიკურნა ათასზე მეტი ადამიანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button