„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ლალი ტურძელაძე

„თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ორი პაციენტი მედპერსონალის წარმომადგენელია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტები ინფიცირების სავარაუდო წყაროდ გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალბატონს ასახელებენ, რომელიც თავდაპირველად სწორედ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

ლალი ტურძელაძის თქმით, ინფიცირებულები ექთნის თანაშემწეები არიან.

„თავად ამბობენ, რომ იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს.” აღნიშნა ტურძელაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button