სპეცრეიცით საქართველოს 180 მოქალაქე ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნდა

ახლახანს ლონდონიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. სპეცრეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა.

მგზავრებს აეროპორტში მედიკოსები სპეციალური აღჭურვილობით დახვდნენ. მათ ადგილზევე ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი.

ყველა მგზავრი საკარანტინო სივრცეში გაივლის 15-დღიან იზოლაციის პერიოდს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კლინიკაში გადაიყვანენ.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში გუშინ ასევე დაბრუნდნენ მოქალაქეები ვარშავიდან და ბერლინიდან

უახლოესი დღეების განმავლობაში შესრულდება გეგმური ფრენა ლონდონიდან; 7 აპრილს ათენიდან; 10 აპრილს – ლარნაკადან; 12 აპრილს – ბერლინიდან; 14 აპრილს – კი ამსტერდამიდან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button