სამართალდამცველებმა დააკავეს მოქალაქე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა (ვიდეო)

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაშია აღნიშნული, მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევის გარდა, ნასვამ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა.

ამასთან, ვიდეომასალის თანახმად, მოქალაქე ავტოსაგზაო შემთხვევაშიც მოხვდა, პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის აღნიშნული პირი 3000 ლარით დაჯარიმდა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და შეჯახებისთვის სამი წლის ვადით მართვის უფლება ჩამოერთვა, ხოლო პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლისთვის ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის სულ 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button