მარინა ეზუგბაია- დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება

ინფექციური სავადმყოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება. მისი თქმით, დღეს დილას ტესტირება ჩატარდება და მათი პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 330.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ, 4 აპრილს, დილას 158 შემთხვევა იყო დადასტურებული და ბოლო 24 საათში რაოდენობა 12-ით გაიზარდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button