ლევან რატიანი- კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.

ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.

„პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო,რაც განპირობებული იყო თანხმლები დაავადებებით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button