“კოვიდ-19” საჩხერის მერის მეუღლეს დაუდასტურდა – ინფიცირებული ქალი ინფექციონისტია

ექიმის დაინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი ქვეყანაში – საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტს კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტისგან გადაედო.

დაავადებული ექიმი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა. ინფორმაციას თავად  ბენიამენ ფალავანდიშვილი ადასტურებს.ახლა საჩხერის მერი ოჯახის წევრებთან – შვილებთან და დედასთან ერთად იზოლაციაშია.

როგორც ირკვევა, თავად ბენიამენ ფალავანდიშვილს სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ბოლო დღეების განმავლობაში შეხება ჰქონდა ბევრ მოქალაქესთან, რომლებიც ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საჩხერის მერის მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას გადის საჩხერის სამედიცინო ცენტრში.

“მას უწევდა დაინფირებულ პაციენტებთან შესვლა. სიცხე არ აღენიშნება. მცირე დისკომფორტი ჰქონდა გუშინ ყელში. მე არ ვგრძნობ არაფერს, ჩვეულებრივად ვარ ჯერჯერობით, თუმცა ვიცავდი ყველანაირ დისტანციასაც. სახლში ვიმყოფები, არ გავდივარ გარეთ და ველოდები რომ ჩამიტარებენ ანალიზებს,” – განაცხადა საჩხერის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button