1500 ცალი ტიტა კაკო პაპას ბაღიდან – ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობენ კაკო ჯეირანაშვილმა ყვავილები გამოუგზავნა

მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილმა 1500 ტიტა იმ კლინიკების მედპერსონალს გამოუგზავნა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

კახელ პაპას საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მისი მცირე მეწარმეობის გადასარჩენად არაერთი ჯგუფი შეიქმნა და ათასობით ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი.

კახეთში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი სულ მცირე 2000-მდე ლარის შემოსავალს წელსაც ელოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტიტები ვერ გაყიდა.

მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად კაკო პაპას გამოგზავნილი ტიტები ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას და ბოჭორიშვილის ექიმებს მიართვეს.

ფოტოებს ქეთევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button