მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს, მთელი წლის განმავლობაში “ლიბერთი ბანკი” დააფინანსებს

„ლიბერთი“ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების (სულ 52 ობიექტი) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე შეადგენს. ამას გარდა, შექმნილ ვითარებაში, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს და 52-ვე ობიექტს პირველადი საჭიროების მედიკამენტსა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს“, – აცხადებენ ბანკში.

„ჩვენი მხარდაჭერა მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ მათზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და თანადგომა,“ – აღნიშნა “ლიბერთი” ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 57 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 168 ბავშვი იღებს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button