კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი ბოლო ერთი კვირის მანძილზე რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა

ერთ-ერთი ინფიცირებული 35 წლის სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.

ამჟამად მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება, ყველა პირს ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტების უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეებს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს 4 ქალაქში იმყოფებოდა და არაერთ ადამიანთან ქონდა კონტაქტი. ამ ქალაქებს შორისაა თბილისი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button