“კოვიდ-19”-ს საქართველოში პირველი ადამიანი ემსხვერპლა – გარდაცვლილი 79 ქალია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადეს.

გარდაცვლილია კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

„ქალბატონი კლინიკაში შემოიყვანეს კრიტიკული მდგომარეობით. ნებისმიერმა ვირუსულმა პათოლოგიამ შეიძლება, გამოიწვიოს ასეთი პაციენტების დამძიმება, სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button