ამირან გამყრელიძე – პირველი იარაღი ვირუსის წინარმდეგ არის სოციალური დისტანცია, წამალი არა…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური დისტანციის მნიშვნელობას.

“კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთადერთი იარაღი არის სოციალური დისტანცირება,სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება. წამალი არა… წამალი და მკურნალობა უკვე დაინფიცირებულ ადამიანს სჭირდება, რომ ვუმკურნალოთ,’- აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, შეკავების ფაზა დროში მაქსიმალურად გახანგრძლივდა და ამ დროის მოგების ხარჯზე, ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად მოემზადა. მომდევნო კვირებში ზრდა ინფიცირების შემთხვევებისა მოსალოდნელია. ამიტომ გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რასაც შესაბამისი ორგანიზაციები გასცემენ.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, პირველი ეს არის, ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში. კონტროლი უნდა გამკაცრდეს როგორც არასდროს,  ჯერ ერთი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით და მეორე, ჩვენ არ ვართ განებივრებული ბევრი პროფესიონალი ექიმით, რომელთა ჩანაცვლება რთულია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button