სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა.

დაიკეტა ნომერ მეორე ფილიალი, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს.

ექიმს კორონავირუსი ქმრისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ის ბოლო დღეების განმავლობაში სამსახურში ჩვეულებრივად დადიოდა, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მათ შორის ჰქონდა ურთიერთობა პაციენტებთან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button