საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი 1613-მდე გაიზარდა

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი 1613-მდე გაზარდა.

დღეს გარდაიცვალა კიდევ 5 ადამიანი, რის შედეგადაც საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი  58-ს უდრის.

საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 92 მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ამ დრომდე სტაბილურია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button