” რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ გვექნება” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჯერ რთულია თქმა, რა ოდენობის მოქალაქეებს დაეხმარება სახელმწიფო, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა რაოდენობის ადამაინებს დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში დამოკიდებული იმაზე, რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება, რომ დავეხმარებით ამდენი ათას ადამიანს ამდენი ათასი ლარით, იქნება საფუძველს მოკლებული, რეალობას მოწყვეტილი. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახლებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შევძლებთ, თუნდაც აპრილის თვეში შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში“,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი დახმარების მოცულობისა და დახმარების მიმღები პირების რაოდენობის განსაზღვრა, რაც კონკრეტული ციფრები გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება მეორე ჯგუფს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონოდა არაოფიციალური ხელფასი, არამედ იყვნენ თვითდასაქმებულები, აქაც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ თვითდასაქმებულების დახმარების ნაწილში ვავრცელებთ უკვე გაცხადებულ შეღავათს, რომელიც თუნდაც ეხება ასეთი ადამიანების ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა, გაზის საფასურის გადახდას. ეს შეღავათი და მხარდაჭერა ჩვენ შევთავაზეთ ყველა მოქალაქეს, რომლის მოხმარების დონეც შეესაბამებოდა იმ ფენას, რომელსაც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა ჰქვია და როგორ უკვე აღვნიშნე, ასეთი დახმარება 1 200 000 ოჯახზე ვრცელდება. ამ 1 200 000 ოჯახშიც არიან თვითდასაქმებულები და მათთვისაც და მათზეც ვრცელდება შეღავათები, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების გადახდას, შეღავათები, რის ფარგლებშიც, მათ სამი თვის განმავლობაში გადაუვადდათ სესხების გადახდა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ხელისუფლებამ თავიდანვე აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმ ფენების იდენტიფიცირებას, რომელიც დაზარალდებიან. „როდესაც ვისაუბრეთ 2 მილიონიან პაკეტზე, მაშინაც ვთქვით, რომ გავაგრძელებთ იმ ფენების იდენტიფიცირებას, ვის ფინანსებსაც მიადგება აღნიშნული კრიზისის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი და შესაბამისად, გავაგრძელებთ დამატებითი პაკეტების გაჟღერებას მომავალშიც. შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, რომელსაც აქვს შემოსავალი, ხელფასი. ასეთი სახით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით, შეფასდება რამდენმა ადამიანმა ვერ მიიღო ან არ მიიღო ხელფასი. მას შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და უკვე შემდგომში შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რა მოცულობის თანხები იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად, იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ამიტომ დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, სად და ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, ჩვენ ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჭიდება საკმარისი ინფორმაცია, რათა შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს შეიძლება. დასჭირდეს დახმარება. შემდეგ შევძლებთ შეფასებას, რა სახის ფინანსური რესურსი გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადამიანისთვის რა სახის კონპენსაცია შეგვიძლია, განვსაზღვროთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button