თბილისის ანძა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! — ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის”, — აცხადებენ თბილისის მერიაში.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 258 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულია 9 ათასზე მეტი ადამიანი.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button